Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

87ZZ5CBW Posted 13 Nov Views: 0

გაყიდვების მენეჯერი

იელთი ჯგუფი

იელთი ჯგუფი

Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 13 Nov (Days left: 28) Apply by 11 Dec

Insurance · in the ad

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ,,გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე.

კომპანია ,,ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე და მალევე მოიპოვა აღიარება და ნდობა. კომპანია ფლობს ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესის სტატუსა და ჯილდოს. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას მომხმარებლები იღებენ კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში საქართველოში. ისეთი პროექტები, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რადგან ეს არის ახალი სიტყვა, კონცეფცია და მოდელი სამშენებლო დეველოპერული ბაზრის სეგმენტში. ,,ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის არა მხოლოდ მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში, არამედ მუდმივი ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში) ლოკაცია: თბილისი/ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი

ჩვენი შემოთავაზებაა

  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
  • დაინტერესებული აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად (სატელეფონო, ციფრული არხებით)
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
  • პროდუქტის რეალიზება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გერმანული, ჩინური ან ჰინდი ენების ცოდნა სავალდებულოა C1 და C2 დონეზე (მხოლოდ ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა არ არის საკმარისი, კანდიდატი უნდა იყოს ორენოვანი)
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები

  • მოტივირებული და კომუნიკაბელური;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკების წარმოების და გადაწყვეტილებისუნარი;
  • სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/X3p3geeb

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post