ფილიალის თანამშრომელი
კომპანია "სფინი ჩიმნი ქეიქ" (Spinny Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის თანამშრომლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში!
ჩვენ შესახებ:
"სფინი" დესერტების საცხობი ქსელია, სადაც ტრადიციული ჩეხურ/უნგრული ტკბილეული — ტრდელნიკი (Chimney Cake) მზადდება. ჩვენ ვქმნით უგემრიელეს, მრავალფეროვან დესერტებს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ, თბილ გარემოს ვახვედრებთ.
თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები
- ფილიალში მოსული მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება;
- ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა (გამოცდილება არ არის სავალდებულო, ყველაფერს დიდი სიხარულით შეგასწავლით!);
- ტრდელნიკის აწყობა მომხმარებლის სურვილისამებრ სხვადასხვა შიგთავსითა და ინგრედიენტებით;
- მიტანის/გამოძახების სერვისების შეკვეთების მომზადება;
- ფილიალში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.
ფილიალში, ერთდროულად, რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, შესაბამისად მოვალეობებო გადანაწილებულია, მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის ცოდნა და უნარი!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- დარიჩინისა არომატის სიყვარული;
- პოზიტიური, ღიმილიანი და ენერგიული განწყობა;
- თავაზიანობა და ხალხთან ურთიერთობის სიყვარული;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითდისციპლინა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და შრომისმოყვარეობა.
რას გთავაზობთ ჩვენ
- მეგობრულ, თბილ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
- სრულ სწავლებას და მხარდაჭერას;
- სტაბილურ სამუშაოს.
დაინტერესდი?
თუ გსურს გახდე სფინის ტკბილი და ენერგიული გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე.