9,005 live vacancies
← All vacancies

8BZYAZ6E Posted 28 Aug 64 views

ტაქსოპარკი N1

ტაქსოპარკი N1

ტაქსოპარკის მენეჯერი

Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Sign in and apply
₾1500 / month Apply by 26 Sep

ტაქსოპარკი N1 აცხადებს ვაკანსიას ტაქსოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ძლიერ, პასუხისმგებლიან და ლიდერულ ადამიანს, რომელიც სრულად გაუძღვება ტაქსოპარკის ყოველდღიურ საქმიანობას და პასუხისმგებელი იქნება მის საერთო შედეგზე. ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული პოზიცია — მენეჯერს ებარება პარკი როგორც ერთიანი ოპერაცია.

ძირითადი პასუხისმგებლობები - პარკის ყოველდღიური პროცესების მართვა და კონტროლი; - მძღოლებთან კომუნიკაცია, მომსახურება და სამუშაო დისციპლინის დაცვა; - ავტომობილების ჩაბარება/დაბრუნება და მდგომარეობის კონტროლი; - სერვისში მყოფი ავტომობილების დროულად დაბრუნება სამუშაო პროცესში; - პარკის მაქსიმალური დატვირთულობის უზრუნველყოფა და მოცდენის შემცირება; - თავისუფალი მანქანებისთვის მძღოლების წინასწარ მოძიება; - რეკლამის მართვა და მძღოლების მუდმივი რეზერვის შექმნა; - პარკის პროგრამაში მონაცემების სწორად მართვა და ანალიტიკის მიხედვით მოქმედება; - მიმდინარე პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა; - შიდა პროცესების გაუმჯობესება და პარკის განვითარების ახალი შესაძლებლობების მოძიება; - გუნდისა და პროცესების ორგანიზება და საბოლოო შედეგზე პასუხისმგებლობა.

როგორი ადამიანი გვჭირდება - ლიდერული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი; - ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული; - ძლიერი კომუნიკაციის უნარით; - დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები; - რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარით; - პრობლემას წინასწარ ხედავს და მოქმედებას არ აგვიანებს; - შეუძლია მონაცემის ნახვა, პრობლემის აღმოჩენა და რეალური გადაწყვეტილების მიღება; - თავისუფლად მუშაობს კომპიუტერულ პროგრამებთან; - აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა. - ავტოპარკის, Rent a Car-ის, ლოჯისტიკის, გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მენეჯერი პასუხისმგებელია პარკის საერთო შედეგზე — ავტომობილების დატვირთულობაზე, ტექნიკურ მზადყოფნაზე, მძღოლების მომსახურებაზე, შიდა პროცესების ეფექტიანობასა და განვითარებაზე. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც არ ელოდება დავალებებს — თავად ხედავს, გეგმავს, მართავს და მოქმედებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00; შაბათი : 10:00 – 17:00 ანაზღაურება: 1500 ლარი + მაღალი ბონუსები

სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ სივი ფოტოსურათით ელფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ტაქსოპარკი N1
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post