8,711 live vacancies
← All vacancies

8E0JSEAN Posted 1 Oct 10 views

ფარმანეტი

ფარმანეტი

ფარმაცევტი

ფარმანეტი external listing
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
Sign in and apply
Negotiable Apply by 2 Nov

ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენთან თითოეულ თანამშრომელს აქვს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ჩვენი უპირატესობაა მზარდი ანაზღაურება და ეფექტური საბონუსე სისტემა, კომპანია სრულად უნაზღაურებს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 40 საათი ან ურთიერთშეთანხმებით;
  • ხელფასი: ურთიერთშეთანხმებით;
  • კომპანია სრულად აფინანსებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით;
  • აფთიაქი განთავსებულია ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი 12ა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთა ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევა და მაღალხარისხიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ;
  • პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვის და გაცემის პროცესებში მონაწილეობა;
  • შეამოწმოს და უზრუნველყოს პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
  • აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, თავაზიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი, გაწონასწორებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, გულისხმობს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

About the employer
ფარმანეტი
Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post