მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ვეძებთ პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ გაყიდული სერვისების სრული ციკლის ეფექტიან მართვას, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.
ძირითადი მოვალეობები
- მომსახურების დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- გაყიდული მომსახურების სრული ციკლის კოორდინაცია – მომსახურების მიღებიდან მის სრულად შესრულებასა და დახურვამდე;
- კლიენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობების მართვა;
- მომსახურების დროული, ხარისხიანი და შეთანხმებული პირობების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა;
- მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლებისა და შესაბამისი დეპარტამენტების კოორდინაცია;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება;
- მომსახურების პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
- დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშგება კომპანიის დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მომსახურების ან ოპერაციული მიმართულების მართვის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/f55bF