Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

8RZSZYR1 Posted 17 Nov Views: 7

B2B გაყიდვების მენეჯერი

Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

"Coffee LAB - ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში Specialty ყავის წარმოება 2016 წელს დაიწყო. კომპანიას ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტი მწვანე ყავის მარცვალი შემოაქვს, ადგილზე ხალავს და პროდუქციას როგორც საცალო, ისე კორპორატიულ (B2B) მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს.

დღეს კომპანია 150-ზე მეტ თანამშრომელს, 6 განსხვავებული კონცეფციის ფილიალსა და 300-ზე მეტ B2B პარტნიორს აერთიანებს, რომლებსაც ყავის მარცვალთან ერთად პროფესიონალურ ტექნიკას, ტრენინგსა და სრულ ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

Coffee LAB აფართოებს კორპორატიულ მიმართულებას და გუნდში იწვევს ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კორპორატიულ სეგმენტთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაყიდვების ზრდას.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი კორპორატიული დამკვეთების მოძიება და მოზიდვა;
  • პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაცია, კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
  • ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და გაყიდვების სტრატეგიის განვითარებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office / Google Workspace) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-18:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი, ცაცხვების ქუჩა #8

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებას;
  • დაზღვევას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

განაცხადის მიღების პროცედურა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "B2B გაყიდვების მენეჯერი".

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ შპს "ყავის ლაბორატორია"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე, აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post