გაყიდვების მენეჯერი
"გრადა" ეძებს აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №188
ანაზღაურება
- შედეგების მიხედვით
- ჯამური შემოსავალი: 3000-4000 ლარი თვეში
სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00
- კვირაში 5 სამუშაო დღე (კვირა დასვენების დღეა, ასევე ერთი დამატებითი დასვენების დღე კვირის განმავლობაში).
პასუხისმგებლობები
- შემოსულ ლიდებზე ოპერატიული მუშაობა
- დაინტერესებული მომხმარებლების დეტალური ინფორმირება
- ობიექტზე ვიზიტების დაჯავშნა და დათვალიერებების ჩატარება
- მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგების დახურვა
- რეგულარული რეპორტინგი გაწეული სამუშაოსა და შედეგების შესახებ
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)
- გაყიდვებში გამოცდილება იქნება უპირატესობა
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ
- შემოსავალს, რომელიც უშუალოდ თქვენს შედეგზეა დამოკიდებული
- დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
როგორ განაცხადოთ