Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

8TE4Y87E Posted 11 Nov Views: 0

ტენდერი - ჯიხურების დამზადება და მონტაჟი

კავკასიის ავტოიმპორტი

კავკასიის ავტოიმპორტი

Rustavi Full-time Other
Negotiable Apply by 9 Dec
Sign in and apply

კომპანია „კაუკასუს აუტო“ აცხადებს ტენდერს ჯიხურების დამზადება / მონტაჟთან დაკავშირებით.

ტენდერის მიზანია ქ. რუსთავში, თბილისი–რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ მდებარე ავტომარკეტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურების განახლება და პროექტით გათვალისწინებული ახალი ჯიხურების დამზადება.

საპროექტო ტერიტორია: ქ. რუსთავი, თბილისი–რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული „კაუკასუს აუტოს“ ავტომარკეტის ტერიტორია.

  • თანდართული დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტისა და სატენდერო განაცხადის დეტალიზაციის) შესაბამისად, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:
  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია და საჯარო რეესტრის ამონაწერი
  • ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ
  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი ფოტომასალა და დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი
  • სამუშაოების ღირებულების დეტალური კალკულაცია
  • სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა
  • საგარანტიო პირობები - არანაკლებ 5 წლის ვადით
  • სამუშაოების ორგანიზებისა და შესრულების გეგმა
  • საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული ტექნიკური შეთავაზება.

მიმაგრებულ დოკუმენტებში გიზიარებთ სატენდერო დოკუმენტაციას და ასევე პროექტს, რომელშიც წარმოდგენილია ჯიხურების ვიზუალიზაციები.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია და სატენდერო შეთავაზება უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე.

სატენდერო შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტაციას და დაინტერესების შემთხვევაში, წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო შეთავაზება ზემოთ მითითებული პირობების შესაბამისად.

სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადაა 20 სამუშაო დღე, სატენდერო განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post