ბარისტა
REDMAN CAFE აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელსაც ძალიან უყვარს სფეშიალითი ყავის კულტურა და ყოველდღიურ სტუმრებთან თბილი ურთიერთობა მისი კრედოა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად; შესაძლებელია ადგილზე მომზადებაც);
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
- გუნდური მუშაობისა და მომსახურების გამართული უნარები;
- დატვირთულ რეჟიმში ეფექტიანად მუშაობის უნარი.
პირობები
- კონკურენტული ანაზღაურება;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ან მოკლე ინფორმაცია პირად შეტყობინებაში.