Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

8ZWBVF0Y Posted 19 Nov Views: 0

სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი

₾1000 / month Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 6) Apply by 25 Nov

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შესარჩევად

თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო, ლოჯისტიკის, სამეურნეო, ოპერაციების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel) ;

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს

  • პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მომედ რეგულაციებს;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;

მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ ადმინისტრატორს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შეასრულება:

  • უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის კორპუსიდან გადაადგილებულ ინვენტარზე მიღბა-ჩაბარების აქტების წარმოება
  • კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება;
  • გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
  • ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ - ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 18 ნოემბრიდან 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post