Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

MDT3NFS9 Posted 19 Nov Views: 1

საქმისწარმოების მენეჯერი

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

₾1300 / month Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 14) Apply by 3 Dec

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • უნივერსიტეტში ერთიანი და გამართული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტში არსებული სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება;
  • შემოსული კორესპონდენციისა და შიდა დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამისი ადრესატებისთვის გადაცემა;
  • დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, რექტორისა და კანცლერის ბრძანებების რეგისტრაცია და დაინტერესებული პირებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა;
  • ოქმების რეგისტრაცია და შესაბამის საქმეებში განთავსება;
  • ხელშეკრულებების აღრიცხვა;
  • უნივერსიტეტიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ფოსტისთვის მომზადება;
  • საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტების არქივისთვის გადასაცემად მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • საქმისწარმოების ან საოფისე საქმიანობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები

  • დოკუმენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

რას გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების 50%-იან თანადაფინანსებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • სტაბილურ სამუშაო პირობებს;
  • ხელმძღვანელობის მხარდაჭერას;
  • გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით უფასოდ სარგებლობას.

სამუშაო პირობები სამუშაო გრაფიკი: ხუთდღიანი სამუშაო კვირა, დღეში 8 სამუშაო საათი. შესვენება - 1 საათი. ანაზღაურება: 1,300 ლარი, დარიცხული.

როგორ გამოვაგზავნოთ განაცხადი? დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომელთაც დამატებით ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების თარიღი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post