9,394 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

93MCZV94 Posted 28 Oct Views: 0

ფლებოტომისტი/ლაბორატორიის მედდა

ევექსი external listing
Continue to the original listing ↗
Negotiable Apply by 29 Nov

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის/ლაბორატორიის მედდის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტისთვის კვალიფიციური ლაბორატორიული მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი პროცესების გათვალისწინებით (როგორც ადგილზე, ასევე ბინაზე გამოძახების შემთხვევაში);
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია;
  • მონაცემების რეგისტრაცია სხვადასხვა პროგრამაში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება/პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
  • სასურველია 0-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა).

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
  • ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/s/EOf4l

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post