გაყიდვების სპეციალისტი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს პრემიუმ ხარისხის შოურუმისთვის.
ეს არის შესაძლებლობა, შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142 ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00-19:00 სთ (დასვენების დღეების შეთანხმებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა-შეთავაზება;
- ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვებში;
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
- კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
- შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
- მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი".
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:
https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.