← All vacancies

9MR6F42J Posted 20 Nov Views: 0

საწარმოო კომპანიის კომერციული დირექტორი

ეკოფორმ external listing
Tbilisi Full-time Sales
₾2500 / month Sign in and apply

Posted 20 Nov (Days left: 28) Apply by 18 Dec

ეკოფორმ აცხადებს ვაკანსიას საწარმოო კომპანიის კომერციული დირექტორის პოზიციაზე

საქმიანობის სფერო: ერთჯერადი ჭურჭლისა და შესაფუთი პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია.

ჩვენს კომპანიაში ვეძებთ კომერციულ დირექტორს, რომელსაც აქვს გაყიდვების მართვის, საწარმოო პროცესების კოორდინაციისა და ლოგისტიკის ორგანიზების გამოცდილება.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ

  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 3–5 წელი.
  • საწარმოო ან სავაჭრო-საწარმოო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
  • გაყიდვების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების უნარი.
  • პერსონალის მართვისა და საწარმოო პროცესების კონტროლის გამოცდილება.
  • სასაწყობე მეურნეობისა და სატრანსპორტო ლოგისტიკის ცოდნა.
  • მსხვილ კლიენტებთან, დისტრიბუტორებთან და საბითუმო მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება.
  • ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები გაყიდვების ორგანიზება და განვითარება

  • კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
  • მომხმარებელთა ბაზისა და გასაღების ბაზრების გაფართოება.
  • გაყიდვების განყოფილების მუშაობის ორგანიზება და მართვა.
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა.
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი.

საწარმოო პროცესების კონტროლი

  • წარმოების საქმიანობის კოორდინაცია გაყიდვების გეგმებისა და შეკვეთების შესაბამისად.
  • საწარმოო გეგმებისა და შეკვეთების შესრულების ვადების კონტროლი.
  • საწარმოო განყოფილებების ხელმძღვანელებთან ეფექტური თანამშრომლობა.
  • პროდუქციის თვითღირებულების კონტროლი და წარმოების ეფექტიანობის გაზრდა.

ლოგისტიკა და სასაწყობე მეურნეობა

  • მზა პროდუქციის მიწოდების ეფექტიანი სისტემის ორგანიზება.
  • სასაწყობე მარაგებისა და პროდუქციის მოძრაობის კონტროლი.
  • სატრანსპორტო და ლოგისტიკური ხარჯების ოპტიმიზაცია.
  • მომხმარებლებისთვის შეკვეთების დროული მიწოდების უზრუნველყოფა.

მართვა და ფინანსური მაჩვენებლები

  • კომპანიის კომერციული და საოპერაციო პროცესების მართვა.
  • გაყიდვების მომგებიანობის კონტროლი.
  • ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია.
  • კომპანიის მფლობელისთვის მმართველობითი ანგარიშგების მომზადება.
  • საწარმოს საქმიანობის ეფექტიანობისა და მომგებიანობის ზრდის უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ

  • ხელმძღვანელ პოზიციას მოქმედ საწარმოო კომპანიაში.
  • კომპანიის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • სამუშაო შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას (KPI).
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

კომერციული დირექტორის მთავარი მიზანი გაყიდვების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა, საწარმოო პროცესებისა და ლოგისტიკის ეფექტიანი მართვა, ხარჯების ოპტიმიზაცია და კომპანიის მომგებიანობის გაზრდა.

ვეძებთ ძლიერ, გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ ხელმძღვანელს, რომელიც შეძლებს კომპანიის ძირითადი ბიზნესპროცესების ერთიანი სისტემით მართვას: გაყიდვები → წარმოება → საწყობი → ლოგისტიკა → მოგება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post