9,743 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

9VQNRWTW Posted 22 Oct Views: 0

ბუღალტრის თანაშემწე

Sign in and apply
Negotiable Apply by 21 Nov

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე.

ვაკანსიის მდებარეობა: ქ.ფოთი პოზოცია: ბუღალტრის თანაშემწე სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1 საათი შესვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ნედლეული, სახარჯი მასალები და სხვა მარაგები) მოძრაობის კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების სააღრიცხვო სისტემაში ასახვა;
  • მარაგებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა: შესყიდვა, გადაადგილება, ჩამოწერა და ნაშთების კონტროლი;
  • თანამშრომელთა კვების სარგებლის დაანგარიშება და დარიცხვა, ასევე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • სახარჯი მასალების პროგრამული ჩამოწერის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩამოწერის აქტების მომზადება;
  • მენეჯმენტის შიდა სააღრიცხვო ფაილებში მიმდინარე საწარმოო პროცესების ასახვა, მათ შორის წარმოებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
  • საწვავის შესყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა;
  • საწვავის ჩამოწერის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩამოწერის აქტების მომზადება;
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში საჭირო ინფორმაციის მომზადება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია.
  • საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება.
  • სასურველია წარმოების სფეროში სამუშაო გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოპილად ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საბურალტრო პროგრამა balance-ის და oris-ის ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პასუხისმგებლობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობა.
  • კეთილსინდისიერება.

კომპანია უზრუნველყოფს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი
  • კომფორტული სამუშაო გარემო

კანდიდატების შერჩევა მოხდება:

სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე 20 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: ბუღალტრის თანაშემწე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post