ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა
- დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
- ქუროებში ოპტიკური წვერების შედუღება;
- სამუშაო პროცესში ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
აუცილებელია
- მსგავს პოზიციაზე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ავტომანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
ანაზღაურება: 1575 ლარი (გროსი)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.