9,297 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

9YYN9GP4 Posted 27 Oct Views: 1

Manual QA სტაჟიორი

GenofIT external listing
Sign in and apply
Negotiable Apply by 1 Dec

QA Bridge არის "GenofIT"-ის ორთვიანი ონლაინ სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დამწყები ტესტერები სტარტაპების რეალურ პროდუქტებს ტესტავენ GenofIT-ის ტესტ-მენეჯერისა და ლიდების ხელმძღვანელობით. პროგრამა შეიქმნა მათთვის, ვინც Manual Testing-ის კურსი უკვე გაიარა, მაგრამ რეალურ პროდუქტზე გუნდთან ერთად ჯერ არ უმუშავია.

პროგრამის პირობები:

  • დატვირთვა: აქტიური ტესტირების ეტაპზე — კვირაში 5 დღე, დღეში 4 საათი (კვირაში 20 საათი);
  • ანაზღაურება: სტაჟირება არ ითვალისწინებს ანაზღაურებასა და დასაქმების გარანტიას;
  • ადგილების რაოდენობა: 50;
  • პროგრამის დაწყების თარიღი: 2027 წლის იანვარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დასრულებული Manual QA / Software Testing-ის კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი;
  • მანუალური ტესტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • პროფესიული უკუკავშირის მიღებისა და პრაქტიკაში გამოყენების მზაობა;
  • პროგრამისთვის საჭირო დროის გამოყოფის შესაძლებლობა;
  • კომპიუტერი ან ლეპტოპი, სმარტფონი და სტაბილური ინტერნეტი;
  • ქართულ ენაზე კომუნიკაციის უნარი. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის ფუნქციებისა და მომხმარებლის ძირითადი გზების (User Journeys) შესწავლა;
  • მანუალური ფუნქციური და კვლევითი (Exploratory) ტესტირების ჩატარება წინასწარ განსაზღვრული მოცულობით;
  • აღმოჩენილი ხარვეზების დეტალური გამოკვლევა;
  • მაღალი ხარისხის ბაგ-რეპორტების მომზადება;
  • GenofIT-ის ტესტ-მენეჯერისა და ლიდების უკუკავშირის გათვალისწინება და ნამუშევრის გაუმჯობესება;
  • გუნდურ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა და სამუშაოს მიმდინარეობისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის დროულად და პროფესიონალურად გაზიარება.

წინა სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მხოლოდ სასწავლო პრაქტიკის მქონე კანდიდატებს, ისე მათ, ვისაც დამოუკიდებლად ან რეალურ პროექტზე უმუშავია.

რას იღებს მონაწილე:

  • სტარტაპების რეალურ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • GenofIT-ის ტესტ-მენეჯერისა და ლიდების პროფესიულ მხარდაჭერას;
  • ტესტირების, ბაგ-რეპორტების მომზადებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • ინდივიდუალურ უკუკავშირს ნამუშევრისა და განვითარების მიმართულებების შესახებ;
  • შედეგებზე დაფუძნებული სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას;
  • ნამუშევრის პორტფოლიოში გამოყენების შესაძლებლობას სტარტაპის წერილობითი ნებართვის საფუძველზე.

სერტიფიკატი გაიცემა შედეგების საფუძველზე. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება დასწრება, ვადების დაცვა, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, რეპორტების ხარისხი, უკუკავშირის გამოყენება, გუნდური მუშაობა და პროფესიული დამოკიდებულება.

პროდუქტებზე მუშაობას წინ უძღვის ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც მოიცავს AI ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკულ ტრენინგს, შეხვედრას LinkedIn-ზე პროფესიული გამოცდილების წარმოჩენის შესახებ და ჯგუფის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს.

შერჩევის ეტაპები:

  • სააპლიკაციო ფორმის შევსება;
  • თეორიული და პრაქტიკული QA დავალების შესრულება;
  • გასაუბრება.

როგორ შემოიტანოთ განაცხადი:

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 2026 წლის 30 ნოემბრამდე: https://forms.gle/RNmeamxE1Pndi4aa8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.

GenofIT-ის შესახებ:

GenofIT აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფას, ტექნოლოგიურ განათლებასა და სტარტაპების მხარდაჭერას.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post