Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

A1TFKD1W Posted 18 Nov Views: 0

საბაგირო გზის სადგურის მორიგე-გამცილებელი

Tbilisi Full-time Other
Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 29) Apply by 17 Dec

"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" / პროექტი: "ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი" აცხადებს ვაკანსიას საბაგირო გზის სადგურის მორიგე-გამცილებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საბაგირო გზის სადგურის მორიგე-გამცილებელი

  • ვალდებულია, დაეხმაროს მგზავრებს მგზავრობის საფასურის ელექტრონულად გადახდისას და ავტომატური საკონტროლო პუნქტების გადალახვაში. მოახდინოს მგზავრთა იმ კატეგორიის იდენტიფიცირება, რომლებიც საბაგირო გზით მგზავრობისას სარგებლობენ შეღავათიანი მგზავრობის უფლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ვალდებულია, თვალყური ადევნოს სადგურის ბაქანზე მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას და ჩასხდომას, მოითხოვოს მგზავრებისაგან უსაფრთხოების წესების დაცვა ბაქანზე, ხოლო მგზავრთა მხრიდან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს მოძრაობა;
  • პასუხს აგებს ცვლის განმავლობაში საბაგირო გზაზე მოსული მგზავრების უსაფრთხოებაზე ჩასასხდომ ბაქანზე მათი შემოსვლიდან მგზავრობის დაწყებამდე;
  • ვალდებულია, მოითხოვოს მგზავრებისაგან საბაგირო გზაზე ყოფნის დროს სანიტარული ნორმებისა და წესრიგის დაცვა;
  • საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააჩეროს საბაგირო გზის მოძრაობა;
  • საბაგირო გზაზე ნებისმიერი სახის ტექნიკური გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის საბაგირო გზის უსაფრთხო ექსპლუატაციას, ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააჩეროს საბაგირო გზის მუშაობა და შეატყობინოს ხელმძღვანელ პირებს;
  • მონაწილეობს საბაგირო გზის, სამგზავრო ვაგონების, ძირითადი აგრეგატების, მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოებში;
  • პასუხისმგებელია მის მატერიალურ პასუხისმგებლობაში არსებულ სამსახურის ქონებასა და საბაგირო გზის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
  • სადგურის მორიგე-გამცილებელს მოეთხოვება უსაფრთხოების ტექნიკის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, საწარმოო სანიტარული ნორმებისა და მოთხოვნების, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების და წესების, კომპანიის ხელმძღვანელობის განკარგულებითი დოკუმენტების (წესები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა) და სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები

  • ტექნიკური განათლება;
  • ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია გერმანული ენის ცოდნა;
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV არა უგვიანეს 2026 წლის 17 დეკემბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post