აკადემიური თანამდებობები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი" (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე:
- ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
ჯანდაცვის ფაკულტეტზე
სტომატოლოგიის ქართულენოვან, რუსულენოვან და ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
- ასისტენტი - 2 საშტატო ერთეული.
საკონკურსო პირობები:
პროფესორი
3.1. 6 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
- არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
- აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ხოლო ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დამატებით გააჩნია კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 9 წელი;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს 3 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
- ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
- აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და თჰუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
ასოცირებული პროფესორი
3.2. 6 წლის ვადით ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
- არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
- აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ხოლო ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დამატებით გააჩნია კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 5 წელი;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს 2 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
- ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
- აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და თჰუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
ასისტენტ-პროფესორი
3.3. 4 წლის ვადით ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი:
- რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
- აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
- ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
- აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
ასისტენტი
3.4. 4 წლის ვადით ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
- არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი;
- აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნეს აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით.
4.1. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების კრიტერიუმებია:
- აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- გააჩნია არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სულ ცოტა 2 სამეცნიერო პუბლიკაცია;
- წარმოადგენს აკადემიური საქმიანობის ხედვას.
4.2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების კრიტერიუმებია:
- აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- გააჩნია არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან გააჩნია სამეცნიერო/პედაგოგიური მუშაობის 2 წლის გამოცდილება (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - ასევე კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 3 წელი);
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 1 სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც;
- წარმოადგენს აკადემიური საქმიანობის ხედვას.
4.3. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობისთვის პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების კრიტერიუმებია:
- აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- გააჩნია არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან გააჩნია სამეცნიერო/პედაგოგიური მუშაობის 1 წლის გამოცდილება (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - ასევე კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 3 წელი).
დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა:
5.1. კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს განცხადება მხოლოდ ერთ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე.
5.2. აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ-ის რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებო