← All vacancies

AKNR9136 Posted 18 Nov Views: 0

დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი

Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

"ბიდი ჰოლდინგი" 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აერთიანებს რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიას, რომლებიც ახორციელებენ საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის პროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმისა და ნაყინის იმპორტსა და რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ჰოლდინგი 50-მდე საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი და დისტრიბუტორია საქართველოში.

"ბიდი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის (ლოჯისტიკა და ანალიტიკა) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. ჯაბიძის ქ. 8;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:30-დან 17:00-მდე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოველდღიურ საქმიანობაში ასისტირება;
  • შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა: მომწოდებლების ონლაინ პორტალებზე შეკვეთების დროული განთავსება და მათი დადასტურების კონტროლი;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია შეკვეთების მზადყოფნის, ვადებისა და ლოჯისტიკური პროცესების სამართავად;
  • ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვასა და კოორდინირებაში მონაწილეობა;
  • სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებთან ურთიერთობა, გადაზიდვების კოორდინაცია;
  • გზაში მყოფი ტვირთების ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
  • ტვირთების დაზღვევის პროცესის ორგანიზება და სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • ლოჯისტიკურ და შესყიდვების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და ბაზებში შეტანა;
  • მარტივი ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მომწოდებლებთან, პორტალებზე მუშაობისა და გადამზიდავებთან საქმიანი კომუნიკაციისთვის);
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით შეკვეთების განთავსებისას);
  • ორგანიზებულობა, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ);
  • სტაბილური სამუშაო გარემო;
  • კარიერულ განვითარებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე. ელ. ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი ჰოლდინგის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიისგან მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post