ადმინისტრატორი
სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალ ლაინი" დადიანის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №49, გადასასვლელ ხიდთან, მეტრო სადგურის მოედანთან;
- ანაზღაურება: 1500 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-20:00; შაბათი: 09:30-18:00.
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების მიღება და მომსახურება;
- სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
- პაციენტების ვიზიტებისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია;
- კლინიკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მონაცემების პროგრამაში სწორად ასახვა;
- დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე.
სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია ადმინისტრატორის პოზიციაზე, დადიანის ფილიალი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.