Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

XC6YGSYQ Posted 19 Nov Views: 0

სამუშაო პროცესების კონტროლის მენეჯერი

Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია, შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია დინამიკურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს, კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას სამუშაო პროცესების კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

კომპანიის მასშტაბით ყველა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის, სამუშაო პროცესებისა და დადგენილი სტანდარტების შესრულების მონიტორინგი, კონტროლი და შეფასება.

ძირითადი ფუნქცია / მოვალეობა

  • კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულის სამუშაო პროცესების სისტემური კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება;
  • სამუშაო პროცესებში არსებული ხარვეზების და დარღვევების გამოვლენა;
  • დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა სამუშაო პროცესების გაუმჯობესების და ეფექტიანობის მიზნით;
  • კონტროლის შედეგების საფუძველზე ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სამუშაო პროცესების მართვის და კონტროლის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და პროცესების გაუმჯობესების უნარი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის და კოორდინაციის უნარი;
  • MS Office-ის და Excel-ის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • კომფორტულ და მეგობრულ გუნდს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ. მელაშვილის ქ. N2 (სათავო ოფისი);
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ, განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post