გაყიდვების მენეჯერი
Mycorner.ge ეძებს გაყიდვების მენეჯერს
Mycorner.ge უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც წლებია ექსკლუზიური მოდელით მუშაობს. ერთ სივრცეში ვთავაზობთ კლიენტებს ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას და საერთაშორისო სტანდარტით შეფასებას.
რას გთავაზობთ
- მაღალ საბონუსე სისტემას;
- ექსკლუზიურ ობიექტებს, რაც ნიშნავს ნაკლებ კონკურენციას და მეტ დახურულ გარიგებას;
- სრულ იურიდიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას – თქვენ მხოლოდ გაყიდვაზე იქნებით ფოკუსირებული;
- მარკეტინგულ მხარდაჭერას;
- პროფესიულ განვითარებას და ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და კომფორტულ გარემოს.
სამუშაო პირობები
- მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N44;
- გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:30–18:00 (1 საათი შესვენება);
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
თქვენი ამოცანები
- კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- საკუთარი კლიენტების ბაზისა და ობიექტების პორტფელის შექმნა;
- მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგების დახურვა.
ვის ვეძებთ
- გაქვთ მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
- გაქვთ უმაღლესი განათლება ან ხართ ბოლო კურსის სტუდენტი;
- საკომუნიკაციო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას;
- ხართ შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და კომუნიკაბელური.
გსურთ მაღალი შემოსავალი და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა? დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.