HR მენეჯერი
მრავალპროფილური საკონდიტროკომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნესასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის თანამდებობაზე
პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა განაკვეთი: სრული სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ხელფასი: 2000 ლარიდან(კვალიფიკაციის გათვალისწინებით) დასვენება: შაბათი,კვირა
მოვალეობები
- ვაკანსიის განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრების ორგანიზება
- სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება
- თანამშრომლებისათვის საკვალიფიკაციო ტრენინგების ჩატარება,მათთვის საჭირო,სწორი უნარების მოძიება/შეძენის მიზნით, ასევე გუნდური მუშაობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
- თანამშრომლების შემოწმება, როგორ ართმევენ დავალებულ საქმიანობას თავს.
- არსებული საიტების შემოწმება და მოწესრიგება(JOBS.GE, HR.GE)
ადამიანური რესურსების სამუშაო მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
- 2-5 წლის გამოცდილება ადამიანური რესურსების პოზიციაზე
- წერითი და სალაპარაკო კომუნიკაციის უნარების ფლობა ქართულ და ინგლისურ ენებზე
- პიროვნული ურთიერთობების დამყარების და თანამშრომლების ტრენერობის კვალიფიკაცია კომპიუტერის სრულყოფილი ცოდნა, Excel და მონაცემთა ბაზის მართვისა და ჩანაწერების წარმოების უნარების დემონსტრირება
- ორგანიზებულობა და ეფექტურობა ყოველდღიურ დავალებებში
- ზოგადი ცოდნა დასაქმების კანონებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ
- HR ფუნქციების ცოდნა (ანაზღაურება და შეღავათები, რეკრუტირება, ტრენინგი და განვითარება და ა.შ.)
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში ტრენინგი უპირატესად ჩაითვლება.
- უპირატესად ჩაითვლება პროფესიით ფსიქოლოგი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eZotabge