Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

B78R2YEZ Posted 13 Nov Views: 1

გაყიდვების ოპერატორი

BM Capital external listing
Tbilisi Full-time Sales Operator
₾1300–1700 / month Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

თუ ადამიანებთან კომუნიკაცია გიყვარს, გაყიდვები გამოგდის და გინდა შენი შედეგით რეალური შემოსავალი გამოიმუშაო, მაშინ "BM Capital"-ში გელოდებით გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

"BM Capital" - სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ავტომობილების გაქირავებისა და ტაქსების ტექნოლოგიურ ბაზარზე. ჩვენი პროექტებია Taxio.ge და PayPro.ge Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა, რომელსაც უკვე ათასობით მძღოლი იყენებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია და გაყიდვის პროცესის წარმართვა.

თუ ხარ ადამიანი, რომელსაც

  • არ ეშინია ზარების;
  • შეუძლია ადამიანების დარწმუნება;
  • უყვარს დინამიკური გარემო;
  • უნდა განვითარება და მაღალი შემოსავალი, მაშინ

ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 19:00;
  • ანაზღაურება რეალური: 1300 - 1700 ლარი (ფიქსირებული + ბონუსები).

მოვალეობები

  • გამავალი ზარების განხორციელება;
  • მძღოლებთან კომუნიკაცია სოციალური არხების საშუალებით;
  • მათი დარეგისტრირება და ჩართვა სისტემაში;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება.

აუცილებელია

  • კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა.

თუ გინდა იყო ძლიერი და მზარდი გუნდის ნაწილი, გამოიმუშაო მეტი და განვითარდე თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში, გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ მისამართზე.

სათაურში მიუთითე: "გაყიდვების ოპერატორი"

გისურვებთ წარმატებას.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post