Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

BDCJC52D Posted 13 Nov Views: 0

სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

ტელექსი external listing
₾530–1200 / month Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

თუ გამოირჩევი ადამიანებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარით, ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი და ეძებ სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებ, როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე სწავლასთან შეთავსებას ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა!!

გამოცდილება სავალდებულო არ არის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოტივაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციის უნარი, ახალი ცოდნისა და გამოცდილებების მიღების სურვილი

ჩვენს შესახებ:

"ტელექსი" წიგნების ონლიან მაღაზიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს, ჩვენი მთავარი მიზანია ქართული და მსოფლიო ლიტერატურის პოპულარიზაცია, წიგნიერების ხელშეწყობა და მკითხველისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
  • მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების სწორად იდენტიფიცირება;
  • მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთის გაფორმება და შესაბამის სისტემაში მათი აღრიცხვა;
  • ინდივიდუალური ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
  • აზრის მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი და უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ

  • წინასწარ პროფესიულ ტრენინგს და სამუშაოსთვის სრულფასოვან მომზადებას;
  • პროფესიულ და პიროვნული განვითარებას;
  • მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება

  • შესაძლებელია, როგორც სრული ასევე სხვადასხვა ტიპის არასრული სამუშაო გრაფიკი;
  • ანაზღაურებას შეადგენს 530-დან 1200 ლარამდე სამუშაო გრაფიკისა და დატვირთვის შესაბამისად + ბონუსი;
  • სამუშაო ადგილი - თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის 25
  • შერჩევის პროცესი მოიცავს 1 გასაუბრებას.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

მადლობა დაინტერესებისთვის, ტელექსის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post