Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

BV1D4PV3 Posted 11 Nov Views: 4

არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი

Target Group external listing
₾3000 / month Apply by 12 Dec
Sign in and apply

ვაკანსია: არქიტექტორი / ინტერიერის დიზაინერი

კომპანიის შესახებ:

"Target Group" არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში და უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები: 12:00-19:00
  • შაბათი-კვირა: დასვენება
  • ანაზღაურება: 3000 ლარი (ფიქსირებული)
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ოფისიდან)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მარშალ გელოვანის გამზირი N13

ძირითადი მოვალეობები

  • არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა და კონცეფციის შემუშავება.
  • არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების შექმნა და განვითარება.
  • საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინის დაგეგმვა.
  • სივრცის ფუნქციური დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინ-კონცეფციების შემუშავება.
  • სამუშაო ნახაზებისა და არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება.
  • ინტერიერის 2D და 3D ვიზუალიზაციების შექმნა.
  • მასალების, ფერების, ავეჯისა და განათების შერჩევა.
  • არსებული სივრცეების დიზაინის განახლება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება.
  • პროექტების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან.
  • პროექტის შესრულების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი.
  • დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
  • დადგენილი ვადების დაცვა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა.

ძირითადი მოთხოვნები

  • არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით უმაღლესი განათლება.
  • აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
  • არქიტექტურული პროექტებისა და ინტერიერის დიზაინის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება.
  • ArchiCAD-ის, AutoCAD-ის, SketchUp-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა.
  • 2D და 3D დიზაინისა და ვიზუალიზაციის მომზადების უნარი.
  • ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებისა და მასალების ცოდნა.
  • სივრცითი და შემოქმედებითი აზროვნება.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს.
  • ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას.
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
  • პროფესიული ზრდისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: a href="mailto?subject=">

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post