არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი
ვაკანსია: არქიტექტორი / ინტერიერის დიზაინერი
კომპანიის შესახებ:
"Target Group" არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში და უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- სამუშაო საათები: 12:00-19:00
- შაბათი-კვირა: დასვენება
- ანაზღაურება: 3000 ლარი (ფიქსირებული)
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ოფისიდან)
- ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მარშალ გელოვანის გამზირი N13
ძირითადი მოვალეობები
- არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა და კონცეფციის შემუშავება.
- არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების შექმნა და განვითარება.
- საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინის დაგეგმვა.
- სივრცის ფუნქციური დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინ-კონცეფციების შემუშავება.
- სამუშაო ნახაზებისა და არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება.
- ინტერიერის 2D და 3D ვიზუალიზაციების შექმნა.
- მასალების, ფერების, ავეჯისა და განათების შერჩევა.
- არსებული სივრცეების დიზაინის განახლება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება.
- პროექტების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან.
- პროექტის შესრულების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი.
- დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
- დადგენილი ვადების დაცვა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა.
ძირითადი მოთხოვნები
- არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით უმაღლესი განათლება.
- აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
- არქიტექტურული პროექტებისა და ინტერიერის დიზაინის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება.
- ArchiCAD-ის, AutoCAD-ის, SketchUp-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა.
- 2D და 3D დიზაინისა და ვიზუალიზაციის მომზადების უნარი.
- ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებისა და მასალების ცოდნა.
- სივრცითი და შემოქმედებითი აზროვნება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ინგლისური ენის ცოდნა.
- პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს.
- ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას.
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
- პროფესიული ზრდისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: a href="mailto?subject=">