9,304 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

BZRMAS9E Posted 28 Oct Views: 1

ცენტრალური საწყობის დამხმარე თანამშრომელი

JYSK external listing
Tbilisi Full-time Other Warehouse worker
Sign in and apply
₾1200 / month −14% vs the usual · usual 1,401 ₾ · 91 ads Apply by 29 Nov
Insurance · in the ad

სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.

დღეს "JYSK" მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში.

"JYSK"-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

"JYSK" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება, დაცლა, დასაწყობება
  • მიღებული პროდუქციის განსაზღვრულ სექციებში დალაგება კატეგორიების მიხედვით
  • სავაჭრო თაროებზე განსათავსებელი პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა, მითითებული დავალებების მიხედვით
  • სატრანსპორტო საშუალებების პროდუქციით დატვირთვა, მისი გადაადგილების შემთხვევაში
  • რეალიზებული პროდუქციის სასურველ ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფა (მოთხოვნისა და მიღებული დავალების შესაბამისად)
  • მომხმარებელთან ადგილზე მიტანილი პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა და მოთხოვნილ ლოკაციამდე მიტანა
  • ჩამოწერილი პროდუქციის შესაბამის ადგილზე დასაწყობება

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებას
  • ტრანსპორტირებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post