8,761 live vacancies
← All vacancies

C2XP885V Posted 21 Sep 8 views

ორგსერვისი

ორგსერვისი

გაყიდვების კონსულტანტი

Tbilisi Full-time Sales
Sign in and apply
₾900–1200 / month Apply by 21 Oct

კომპანია „ორგსერვისი" — საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, იწვევს გუნდში ენერგიულ და მოტივირებულ წევრებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ხელოვნება, საკანცელარიო სამყარო და ადამიანებთან კომუნიკაცია, ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა!

სამუშაო პირობები და გრაფიკი პუნქტი

აღწერა - სამუშაო განაკვეთი - სრული განაკვეთი - გრაფიკი - 5-დღიანი სამუშაო კვირა, 8-საათიანი სამუშაო დღე (+ 1 საათი შესვენება) სამუშაო დღეები და საათები დინამიურია. - სამუშაო ლოკაციები - *ილ. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ (HOMEMART) *ალ. ყაზბეგის გამზ. #28 (KOH-I-NOOR)

ანაზღაურება და ბენეფიტები - გამჭვირვალე ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (საშუალო რეალური შემოსავალი: 900 - 1200 ლარი, ხელზე ასაღები / Net) - გამომუშავებული ბონუსი: გაყიდვების შედეგების მიხედვით - სწავლება/ადაპტაცია (1-3 თვე): სრულად ანაზღაურებადი პირველივე დღიდან - ზეგანაკვეთური შრომა: სრულად ანაზღაურებადი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად - ჯანმრთელობის დაზღვევა: კორპორაციული სადაზღვევო პაკეტი - თანამშრომლის ფასდაკლება: ექსკლუზიური კორპორაციული ფასდაკლება საერთაშორისო ბრენდების სამხატვრო და საკანცელარიო სრულ ასორტიმენტზე - პროფესიული ზრდა: წამყვანი მსოფლიო ბრენდების პროდუქციის სიღრმისეული შესწავლა, უფასო შიდა ტრენინგები და მასტერკლასები

ძირითადი მოვალეობები - მომხმარებლის თავაზიანი, პროფესიონალური მომსახურება და საჭიროებებზე მორგებული კონსულტაციის გაწევა - სამხატვრო და საკანცელარიო პროდუქციის მახასიათებლების, ტექნიკებისა და გამოყენების წესების შესწავლა - სავაჭრო დარბაზის მოწესრიგება, პროდუქციის მიღება და სწორი განლაგება (მერჩენდაიზინგი) - ფასმაჩვენებლების სიზუსტისა და თაროებზე ნაშთების მუდმივი კონტროლი - სალარო და სასაწყობო პროგრამაში ოპერაციების წარმოება (პროგრამის სწავლება ხდება ადგილზე). დაიწყება სწავლება/ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად) - ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (უცხოელ მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის) - სასაწყობო/საცალო სავაჭრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად) - სამხატვრო ან საკანცელარიო სფეროს საბაზისო ცოდნა/ინტერესი (ჩაითვლება მნიშვნელოვან პლუსად)

პიროვნული თვისებები - გამართული და თავაზიანი ვერბალური კომუნიკაცია - გუნდური მუშაობის უნარი და კეთილგანწყობა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა - დინამიურ გარემოში ადაპტაციისა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი

როგორ მოგვმართოთ დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ: „გაყიდვების კონსულტანტი — [სასურველი ლოკაცია: ვაკე ან საბურთალო]".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ორგსერვისი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post