Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

CDTSQJ2G Posted 5 Nov Views: 0

სოციალური მედიის მენეჯერი

ბიბლუსი external listing
Negotiable Apply by 6 Dec
Sign in and apply

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სოციალური მედიის სხვადასხვა არხების (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, Tiktok) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
  • კომპანიაში არსებული სხვადასხვა ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
  • მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • ციფრული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა;
  • კონტენტ კალენდრის შედგენა და ყოველდღიური პოსტების დაგეგმვა ყველა პლატფორმაზე
  • ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის განვითარება და შენარჩუნება
  • ჩატ ოპერატორებთან და FB კომენტარებზე მომუშავე ხალხთან ურთიერთობა, რეკომენდაციების გაცემა, Response time-ის მონიტორინგი
  • ყოველთვიური ანალიტიკის მომზადება და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შეთავაზება
  • ინფლუენსერებთან და პარტნიორებთან კოლაბორაციების კოორდინაცია;
  • კონკურენტების სოციალური მედიის მონიტორინგი და ტრენდების ანალიზი
  • Paid Social კამპანიებში (Meta Ads, TikTok Ads) მონაწილეობა - ედვერთაიზერთან მჭიდრო თანამშრომლობა
  • ასანაში თასქების დელეგირება, მონიტორინგი, დედლაინების დაცვა
  • დიზაინერებთან საქმის დელეგირება
  • ქოფირაითინგი
  • ვიდეოს მონტაჟის გამოცდილება საბაზისო დონეზე (Premiere Pro)

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
  • სოციალური მედიის მენეჯერის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics)

პიროვნული მახასიათებლები

  • კრეატიული;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მქონე.

სამუშაო გრაფიკი

  • ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სოციალური მედიის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post