სასოფლო-სამეურნეო მეურნეობის თანამშრომელი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასოფლო-სამეურნეო მეურნეობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ახმეტა, კახეთი
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და გამოცდილ თანამშრომელს ახმეტაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მეურნეობისთვის, რომელიც მოიცავს 30 ჰექტარ ფართობს — ვაშლის ბაღსა და ვენახს.
ძირითადი პირობები:
- მუდმივი სამუშაო;
- სტაბილური სამუშაო გრაფიკი;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- ვაშლის ბაღისა და ვენახის ყოველდღიური მოვლა;
- აგროტექნიკური სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება;
- მცენარეთა მდგომარეობაზე დაკვირვება და პრობლემების დროული გამოვლენა;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ორგანიზებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა;
- დისციპლინა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დეტალები სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების შესახებ განიხილება გასაუბრებისას.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.