ცხელი ხაზის ოპერატორი
DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.
DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია შემომავალი ზარების მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება აქციების შესახებ
- სატელეფონო შეკვეთების მიღება და მონაცემთა ბაზაში ასახვა, საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია
- მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება
- პროდუქციის შესახებ ზედმიწევნით კარგი ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნა
- სასურველია უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში, გაყიდვებში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში
უნარ- ჩვევები
- გამართული მეტყველების უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო გრაფიკი: დისტანციურად კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკით ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 950 ლარი + ბონუსები
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 9 დეკემბერი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ცხელი ხაზის ოპერატორი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.