რეალიზაციის ოპერატორი
Direct
What Direct means
This employer posts on findjobs.ge and answers here. The listing is theirs, written for this site, not collected from another one.
Hiring? Your own listings show above collected ones for a week after they are posted or bumped, applications arrive in your account, and each listing joins Google job search. Post or claim yours, free.
შპს "იმერი 2020" (www.imeri2020.ge) აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია "იმერი 2020" მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ საკვებს სთავაზობს. "იმერი 2020" მუდმივად ვითარდება, ზრდის ასორტიმენტს და მყიდველს ერთდროულად გემრიელ და სასარგებლო პროდუქციას აწვდის.
ვეძებთ შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- დისტრიბუტორებისგან მიღებული შეკვეთების პროგრამულად ასახვა, შესაბამისი რეალიზაციის შექმნა და RS.GE-ზე გააქტიურება (საჭიროების შემთხვევაში, ზედნადების კორექტირება);
- დაბრუნებული პროდუქციის პროცესის კონტროლი როგორც პროგრამულად, ასევე RS.GE-ზე;
- პროდუქციის ფასებისა და მარაგების მუდმივი კონტროლი პროგრამულად;
- ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება;
- ყოველი დღის ბოლოს, საბუღალტრო პროგრამისა და RS-ის ერთმანეთთან შედარება;
- საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკური მიმართულებით;
- სასურველია რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, კრისტოფერო კასტელის ქუჩა N8. სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ. (ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება) ანაზღაურება: 1500 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.