არქიტექტორი
კომპანია "ურბან-სფეისი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას.
ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ/11:00-20:00 სთ ანაზღაურება: აპლიკანტის გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებული + ბონუსები შესრულებული პროექტების მიხედვით.
მოვალეობები:
- ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
- ოქმების წარმოება როგორც დამკვეთებთან ასევე მომიჯნავე სპეციალისტებთან;
- ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;
- სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
- მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
- კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ნახაზების შედგენა საპროექტო პროგრამა Archicad-ში;
- პროფესიული პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Photoshop, 3ds max;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel).
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დროის ეფექტური მართვა;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- გუნდური და პასუხისმგებლობიანი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე და ენერგიული;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
- პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "არქიტექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.