8667 live vacancies
← All vacancies

DA9ZS9WH Posted 6 Aug 50 views

Bank of Georgia

Bank of Georgia

ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორი

Bank of Georgia
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable

საქართველოს ბანკის მისიაა, ვიყოთ წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა — და ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია პიროვნულად და პროფესიონალურად განვითარდეს.

სს„საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი- პარასკევი 10:00 – 19:00.

ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები: ·ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა; ·მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე; ·ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით; ·პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა; ·გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ: ·სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს+ ყოველთვიურ ბონუსს(გამომუშავებით); ·2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში; ·მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს; ·გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით). სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების მართვის, მომსახურების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება. ცოდნა და უნარები: ·კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ·ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა; ·შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა; ·ინგლისურისა და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდს, აღმოაჩინე შენი პოტენციალის მაქსიმუმი, რომ არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა 18 სექტემბერი, 2026.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Bank of Georgia
Website ↗
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post