Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

DPRVRHV0 Posted 6 Nov Views: 0

ფინანსური სპეციალისტი

Negotiable Apply by 16 Nov
Sign in and apply

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

პოზიცია: ფინანსური სპეციალისტი (ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის მიმართულებით) სამუშაო ადგილი: თბილისი (ბ.კვერნაძის #10) და სოფ. ნატახტარი სამუშაო გრაფიკი: ორშ. - პარ., 9:00 - 18:00 საათი.

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს

  • ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
  • ლანჩი;
  • სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.

ძირითადი მოვალეობები

  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში მონაწილეობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კრედიტორებისა და დებიტორების შეთანხმების პროცედურებში ჩართულობა;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური სისტემების დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • სამუშაო კაპიტალის შესახებ რეპორტების მომზადება (მარაგები, მოთხოვნები, ვალდებულებები);
  • საბუღალტრო სისტემაში საბუღალტრო ჩანაწერების სიზუსტისა და სისრულის კონტროლი;
  • ინფორმაციის წარდგენა შიდა და გარე აუდიტებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი მსგავს პოზიციაზე;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე);
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: http://www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე და

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 ნოემბერი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post