შშმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი
სკოლა ვაკანსიას აცხადებს შშმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის პოზიციაზე.
ქვემოთ მითითებული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებმა, 22.10.2026-დან 20.11.2026 წლამდე, განაცხადი უნდა ატვირთოთ დეტალური CV-ითა და შესაბამისი დოკუმენტაციით ელ. ფოსტის მისამართზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ერთი მოსწავლის მუდმივი მეთვალყურეობა და მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის უზრუნველყოფა სასკოლო გარემოში;
- მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა მასწავლებლის მითითებებისა და სკოლის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად;
- მოსწავლის ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარების გაწევა, რათა არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და არ დაირღვეს სხვა მოსწავლეებისა და მასწავლებლების სამუშაო გარემო;
- მოსწავლის უსაფრთხო გადაადგილების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დახმარება სკოლის ტერიტორიაზე;
- მოსწავლის კვების პროცესის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება;
- მოსწავლის პირადი ჰიგიენის დაცვაში დახმარება მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
- მოსწავლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
- მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და საჭიროების შემთხვევაში მშობელთან თანამშრომლობა;
- მოსწავლის ქცევასა და საჭიროებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის მიწოდება;
- მოსწავლის ღირსების, პირადი სივრცისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- შშმ პირებთან ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია განათლება ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, სპეციალური განათლების ან ბავშვის განვითარების მიმართულებით;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოთმინება, ყურადღებიანობა და ემპათია;
- მოსწავლის ქცევაზე დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სკოლის შინაგანაწესისა და ეთიკური ნორმების დაცვის უნარი;
- მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და პირადი სივრცის პატივისცემა.
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ლისის კამპუსი;
- სამუშაოს ფორმატი: ერთი მოსწავლის ინდივიდუალური მხარდაჭერა სასკოლო გარემოში;
- სამუშაო გრაფიკი: განისაზღვრება სკოლის საჭიროებების შესაბამისად;
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
საჭირო დოკუმენტაცია:
- დიპლომის ასლი;
- რეზიუმე ფოტოთი (CV როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად);
- პროფესიული სერტიფიკატი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სხვა საკითხები:
- განაცხადი იგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
- კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს ან სრულად არ აქვთ წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, ვერ მიიღებენ უფლებას, გადავიდნენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
- შერჩეული კანდიდატების გამოძახება და მათთვის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ელექტრონული ფოსტით ან მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დარეკვით. შესაბამისად, კანდიდატის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი სწორად უნდა იყოს მითითებული. სკოლა არ იქნება პასუხისმგებელი არასწორ ინფორმაციაზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.