← All vacancies

DZJSSDTC Posted 16 Nov Views: 1

ვიდეო ოპერატორი

ცერემონიი external listing
Tbilisi Full-time Other Operator
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიო ვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტ პროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეო პროექტებამდე.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.

პოზიციის შესახებ

ვეძებთ პროფესიონალ ვიდეო ოპერატორს, რომელიც შექმნის მაღალი ხარისხის ვიზუალურ მასალას სარეკლამო, კორპორაციული, პოდკასტის, სტუდიური და პირდაპირი ეთერის პროექტებისთვის.

ძირითადი მოვალეობები

  • გადაღებების დაგეგმვაში, ლოკაციისა და ვიზუალური გადაწყვეტის შერჩევაში მონაწილეობა.
  • კამერების, ობიექტივებისა და აქსესუარების მომზადება და გამართვა.
  • კადრის კომპოზიციის, ფოკუსის, ექსპოზიციისა და კამერის მოძრაობის მართვა.
  • სტუდიური და გარე გადაღებების, ინტერვიუებისა და პოდკასტების წარმოება.
  • მრავალკამერიან გადაღებებზე კამერების პარამეტრების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • განათებისა და ხმის გუნდებთან კოორდინაცია.
  • გადაღებული მასალის შემოწმება, ორგანიზება და უსაფრთხო გადაცემა.
  • აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება და ტექნიკური გამართულობის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები

  • პროფესიონალური ვიდეოგადაღების პრაქტიკული გამოცდილება და Showreel.
  • პროფესიონალური კამერის სისტემებიდან მინიმუმ ერთთან მუშაობის გამოცდილება.
  • ISO, Shutter, Aperture, White Balance, Frame Rate, LOG/RAW-ის ცოდნა.
  • განათების, კომპოზიციისა და ვიზუალური თხრობის საფუძვლიანი ცოდნა.
  • სტუდიურ და გარე პირობებში გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება

  • Gimbal-ის, Slider-ის, PTZ კამერებისა და მრავალკამერიანი გადაღების გამოცდილება.
  • Live Streaming-ის ტექნიკური საფუძვლების ცოდნა.
  • სარეკლამო პროექტებზე მუშაობა.
  • რუსული და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ subject-ში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post