9,429 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

ERFFMJ53 Posted 24 Oct Views: 0

ნუტრიმაქსი

ნუტრიმაქსი

საწყობის მენეჯერი

Continue to the original listing ↗
₾3000 / month +104% vs the usual · usual 1,469 ₾ · 133 ads Apply by 21 Nov
Insurance · in the ad

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-16:00. ანაზღაურება - 3 000 ლარი (ხელზე ასაღები); დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან ან რუსთავისდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები: - საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა; - მზა პროდუქციის მიღება-გაცემა, კონტროლი და შესაბამისი პროგრამული აღრიცხვა; - პროდუქტების შეკვეთის მიხედვით, ავტომობილების დატვირთვის პროცესის ორგანიზება, კონტროლი; - საწარმოო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი; - სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება); - სასაწყობე ნაშთების აღრიცხვა/კონტროლი; - მზა პროდუქციის სტატუსების კონტროლი და შესაბამისი მარკირებების უზრუნველყოფა; - გუნდის მართვა, დავალებების სწორად განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი; - სამუშაო პროცესის გაუმჯობესება/ოპტიმიზაციაზე ზრუნვა; - საწყობის განვითარების სტრატეგიაზე მუდმივი მუშაობა გუნდთან ერთად; - საწყობში გუნდური მუშაობის შენარჩუნება და თანამშრომლების მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა; - ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება; - კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა; - მოთხოვნის შესაბამისად ხარისხობრივი გადახრის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქციის ნიმუშების ლაბორატორიისთვის მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები: - საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - უმაღლესი განათლება; - ინგლისური (B1) და რუსული ენის (A2) დონეზე ცოდნა; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MC. Excel, Word); - სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები: - დეტალებზე ორიენტირებულობა; - კრიტიკული აზროვნება; - პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი; - პრობლემებზე დროული რეაგირების უნარი; - დროის მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - გუნდის მართვის უნარი; - დისციპლინარულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიის დეტალების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/vNB0y დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post