Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

ESSACYN7 Posted 4 Nov Views: 0

მოძრავი მერჩენდაიზერი

ბი-ემ-ესი external listing
₾1000 / month Apply by 5 Dec
Sign in and apply

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

https://www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. სამოძრაო ტერიტორია: ვაზისუბანი, ჰუალინგი, ისანი, ავლაბარი. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. დასვენება: შაბათი-კვირა. ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
  • პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლანoგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა.

თანამშრომლის ბენეფიტები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კომპანიის პროდუქციაზე სპეციალური შიდა ფასდაკლება;
  • თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგის სივრცე;
  • პროფესიული განვითარების და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • შიდა სწავლებისა და განვითარების პროგრამები;
  • კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა;
  • თანამშრომელთა წახალისებისა და ბონუსის პროგრამები.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post