ტექნიკოსი
"Carpe Diem" მდებარეობს ზღვის დონიდან 2, 172 მეტრზე და სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, 61 ნომერს, რესტორანს, ტერასას, კინოთეატრს, საუნასა და სხვა მომსახურებებს.
სასტუმრო "Carpe Diem" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ლოკაცია: გუდაური სამუშაო განაკვეთი: სრული კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებასა და საცხოვრებელს.
ძირითადი მოვალეობები
- სასტუმროს ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ელექტროობის, გათბობის, წყალმომარაგებისა და სხვა სისტემების კონტროლი;
- ტექნიკური გაუმართაობების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- მიმდინარე სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები
- ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა და უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი".
"თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."