შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი, 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, შრომითი უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.
ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
საქმიანობის აღწერა:
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
- საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
- სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
- ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
- სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის
ძირითადი მოთხოვნები:
- აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ფლობა;
- უცხო ენები: ინგლისური (სასურველია)
კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო ადგილი: გარე ობიექტებზე მუშაობა თბილისში სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00 სთ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.