9,349 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

F8HKSXYQ Posted 29 Oct Views: 39

სანტექნიკოსი / სარემონტო სამუშაოების ხელოსანი

Tbilisi Full-time Other
Sign in and apply
Negotiable Apply by 30 Nov
Meals · in the adInsurance · in the ad

კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ეს არის ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და ზრუნავს მათ კომფორტსა და კმაყოფილებაზე.

"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სანტექნიკოსი.

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობისა და ცხელი წყალმომარაგების მილსადენების, სანტექნიკური მოწყობილობებისა და აქსესუარების მონტაჟი, დემონტაჟი და შეცვლა;
  • კაფელის დაგება და დაზიანებული კაფელის დემონტაჟი/აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;
  • ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემებისა და სატუმბი სადგურების გამართული, უწყვეტი და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა;
  • აკვაპარკის ტერიტორიაზე აუზების, საშხაპეების, სველი წერტილებისა და სხვა სანტექნიკური ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ტექნიკური დათვალიერება;
  • გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება (ტუმბოების, ფილტრების, სარქველებისა და ონკანების შემოწმება, გაწმენდა და რეგულირება) გაუმართაობის პრევენციის მიზნით;
  • დაზიანებების, გაჟონვისა და დაცობების დროული გამოვლენა და ოპერატიული აღმოფხვრა, ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება;
  • საჭირო მასალების, სათადარიგო ნაწილებისა და ხელსაწყოების საჭიროების განსაზღვრა და ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • შესრულებული სამუშაოების, გამოვლენილი ხარვეზებისა და ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა;
  • შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა, სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, კომპეტენციის ფარგლებში არსებული სხვა სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ცენტრალური გათბობის, სატუმბი სადგურების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მიმართულებით;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ (ბენეფიტები):

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობის გარემო.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე ტელ.

გაფრთხილება: ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ "სანტექნიკოსი / სარემონტო სამუშაოების ხელოსანი". განაცხადები, რომელშიც სათაური არ იქნება მითითებული, არ განიხილება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი მონაცემები 1 წლის განმავლობაში, მათ შორის სხვა რელევანტური ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post