გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილებაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ძირითადი მოვალეობები
- მცირე და საშუალო ბიზნესის სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა და გაყიდვა;
- სხვადასხვა მცირე და საშუალო ბიზნესების, კომპანიების მოძიება და შეხვედრების ორგანიზება, სადაზღვევო პროდუქტების გაცნობის მიზნით;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია გაყიდვების სფეროში ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
აუცილებელი უნარები
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით.