წარმოების ოპერატორი / ბუღალტრის დამხმარე
(AMS) Air Management Systems აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების ოპერატორი (ბუღალტრის დამხმარე).
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, იასონ ლორთქიფანიძის ქ. 5
სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი–პარასკევი: 10:00–18:00
- შაბათი: 10:00–15:00
- ანაზღაურება: 1500–1700 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციის მიხედვით).
ძირითადი მოვალეობები
- პირველადი საბუთების მომზადება და ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
- პროდუქციისა და სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა;
- თვითღირებულების კალკულაცია;
- ინვოისებისა და შეკვეთების დამუშავება;
- ინვენტარიზაცია და დოკუმენტაციის წარმოება.
მოთხოვნები
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- სასურველია FINA-სა და RS.GE-ს ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- უფასო ტრანსპორტირებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ საბონუსე სისტემაში ჩართვას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: www.ams.com.ge
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. სათაური: წარმოების ოპერატორი (ბუღალტრის დამხმარე)
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2026 წელი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეული კანდიდატებთან.