Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

FTB5JZFZ Posted 5 Nov Views: 1

მზარეულის დამხმარე

Askaneli Falestra external listing
Negotiable Apply by 6 Dec
Sign in and apply

კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ; სამუშაო საათები: 5/2-ზე (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე);

ფუნქცია-მოვალეობები

  • მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
  • პროდუქტების წინასწარი დამუშავება (დაჭრა, გასუფთავება, პორციებად განაწილება);
  • სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის დაცვა;
  • სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის სწორად გამოყენება;
  • პროდუქტების შენახვისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • მზა კერძების გაცემაში მონაწილეობა;
  • მარაგების კონტროლში დახმარება და საჭირო პროდუქტების დროული შევსება;
  • მზარეულის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;
  • სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • კვება;
  • Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) იმეილზე.

სათაურის ველში (subject)-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post