Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

G7MYQ129 Posted 11 Nov Views: 0

დებიტორებთან ურთიერთობის უმცროსი სპეციალისტი

Negotiable Apply by 12 Dec
Continue to the original listing ↗

"ბიოგრაფი ლივინგ" კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები

  • დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
  • მოიჯარეებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, დამატებით ვადებზე და პირობებზე შეთანხმება;
  • გადახდების კონტროლი და დავალიანებების დაბრუნების მონიტორინგი;
  • პრობლემური დავალიანებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • ფინანსურ გუნდთან, გაყიდვების დეპარტამენტთან და სხვა დაკავშირებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • დებიტორული დავალიანებების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2 Level);
  • დამატებით სხვა უცხო ენების ცოდნა უპირატესად ჩაითვლება.

სამუშაო გამოცდილება: უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/b7wNbl4

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post