ინსტალატორი
DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.
DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
- გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
- მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საკუთარი ავტომობილის ყოლა
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო სფეროში
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
ბენეფიტები კომპანიისგან:
- ავტომობილის დაზღვევა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
- საწვავით უზრუნველყოფა
- მანქანის ცვეთის ხარჯი
სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში 2000 ლარიდან)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2026 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე და დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იყოს პოზიციის დასახელება: "ინსტალატორი თბილისში".
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.