დიასახლისი
"Spark by Hilton" ეძებს მეგობრულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ოთახების დიასახლისს ჩვენს გუნდში შესაერთებლად.
თუ გიყვართ სისუფთავე, წესრიგი და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები
- სასტუმროს ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
- თეთრეულისა და ჰიგიენური ნივთების განახლება
- ნომრებში წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი
- ტექნიკური ან სხვა ხარვეზების დროული დაფიქსირება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
კანდიდატის მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტების დაცვა
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები
- სამუშაო დრო: 09:00-18:00 (1-საათიანი შესვენებით)
- დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (მცოცავი)
- ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსები
ჩვენ გთავაზობთ: კვებას სამუშაო დღის განმავლობაში სტაბილურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში Spark by Hilton-ის გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე და წერილის თემაში მიუთითოთ "დიასახლისი".